გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1743800684
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანმა საინტერესო შეხვედრა გამართა ზღვისუბნის მე-11 მრ, I კვ, N20 კორპუსის მცხოვრებლებთან.
ბენდელიანის თქმით, მისამართზე ცოტა ხნის წინ შეიცვალა სახურავი და წყალსაწრეტი მილები. ასევე, წყალარინების ქსელი და დაიგო ასფალტის საფარი. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიმართულებით სხვადასხვა საჭიროება აქვს. მაჟორიტარობის კანდიდატი პირობას დებს, რომ ზღვისუბანში არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრება. მისივე თქმით, ერთად ითანამშრომლებენ შესაბამის სამსახურებთან, რათა დროულად მოხდეს გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება.