თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
ეკლესია თავად შეძლებს, ზედმეტი ჩარევების გარეშე საუკეთესო პატრიარქის არჩევას - აცხადებენ მმართველ გუნდში, რითაც სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ახალი პატრიარქის შერჩევის პროცესსა და სინოდთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანებიან. მათი განმარტებით, მსგავსი ტიპის ცნობები, ეკლესიისა და სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების მაქსიმალურად დაზიანებას ისახავს მიზნად.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ცდილობენ სინოდის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ.
"მუდმივად ცდილობენ ხელი აფათურონ ეკლესიის შიდა საქმეებში, სინოდის გადაწყვეტილებაზე მოახდინონ ზეგავლენა. დესტრუქციულად აშუქებენ მოვლენებს, რომელსაც ან საერთოდ არ აქვს ადგილი რეალურ ცხოვრებაში, ან ხდება მათი მხრიდან ფაქტების უკიდურესად დამახინჯება, რითაც საკუთარ სახეს კიდევ ერთხელ ავლენენ საზოგადოების წინაშე.
ყველამ შეიკავოს თავი წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.