პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ენერგეტიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო ინვესტორული კომპანიის - ACWA Power-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები მიმოიხილეს, მათ შორის, ხაზი გაესვა ქვეყნის განახლებადი ენერგორესურსების პოტენციალს - მზისა და ქარის ელექტროსადგურებსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ქვეყნის სტაბილური ბიზნესგარემო და სტრატეგიული მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის.
ლევან ჟორჟოლიანმა მსხვილ საერთაშორისო ინვესტორულ კომპანიას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და არსებული კონკურენტუნარიანი საგადასახადო სისტემის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება წამყვანი საერთაშორისო ენერგეტიკული ინვესტორების დაინტერესებას ქვეყნის განახლებადი ენერგიისა და რეგიონული ექსპორტის პოტენციალით.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები - ილია შამუგია და ზვიად ბარქაია, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდნენ.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051