მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,ლ მთავარია, გაირღვეს დღეს ჩამოყალიბებული ჩაკეტილი წრე, რაც ელოვნურად თავსმოხვეულია.

„მთავარი მიზანი იყო რადიკალიზაციის გაღვივება საქართველოში, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეშ, პოლიტიკურ სისტემაში და ამას აკეთებდნენ მიზანმიმართულად. დღევანდელ განცხადებაში ვახსენე გვარამია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ამ ყველაფერში. იგივე გინება ეთერში, ლანძღვა, ისტერიული გამოხტომები, რასაც მისი მხრიდან ვხედავდით, არ იყო კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოხატულება, ეს იყო კონკრეტული დავალების შესრულება- რადიკალიზაცია მედიაში, არ უნდა მიესვლებოდეს ადამიანს ტელევიზიაში. ეს იყო საბოლოოდ ის შედეგი, რომელიც დადგა. როდესაც მქონდა დისკუსიები ჟურნალისტების მონაწილეობით, როდესაც მოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ე.წ ჟურნალისტები, ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეშალათ ჯანსაღი დისკუსია თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით პრლამენტში გამართულ დისკუსიაზე და აღნიშნა, რომ ტრიალებდა ორი სიტყვა - „რუსული კანონი“ და ყველანაირად ცდიილობდნენ, არ გაშლილიყო დისკუსია.

„ეს არის მარტივი დავალებები. ისინი საკუთარი პატრონებისგან იღებენ დავალებას იმასთან დაკავშრებით, რომ არც ერთ თემაზე არ უნდა გაიშალოს ჯანსაღი დისკუსია. ამ დროს არის უამრავი საკითხი, რაზეც საზოგადოებას სჭირდება ინფორმაცია, მათ შორის იმისთვის, რომ შემდეგ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ჩვენ წამოვწიეთ არაერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებისთვის არის საინტერესო, იგივე თუნდაც ფასების თემა. ვერსად მოისმენდით ჯანსაღ დისკუსიას ფასების თემაზე მთელი ამ წლების განმავლობაში. დღესაც რომ მოუმზადებლად პოლიტიკური დისკუსია სცადო პოლიტიკური სივრციდან ამ თემასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მიიღებ არა დებატებს, არამედ საცირკო სანახაობას, რასაც მიჩვეული ვიყავით გარკვეული წლების განმავლობაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ფორმატები შედგეს, სადაც საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები განიხილება სრულიად რაციონალურად, არა პოლარიზებულ და სიძულვილით გაჯერებულ, არამედ ჯანსაღ გარემოში. ეს არის ჩვენი ზოგადი შეთავაზება. დანარჩენი, დაველოდებით მედიის შემოთავაზებას, ჩვენც მზად ვართ, ჩავერთოთ დისკუსიებში ფორმატთან დაკავშირებით და ეს არის მათ შორის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, საზოგადოებისთვის უზრუნველყოს სათანადო დისკუსიები ყველა თემასთან დაკავშირებით. თქვენ ვერ გამახსენებთ, არა მხოლოდ ფასების, არამედ უფრო ზოგადი თემები რომ ავიღოთ - ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, კორუფცია, ნებისმიერი თემა, არაფერთან დაკავშირებით ჯანსაღი დისკუსია არ არსებობს, არის მონოლოგის რეჟიმში ბრალდებები, სიძულვილის, ზიზღის ენა, მაგრამ არავითარი ჯანსაღი დისკუსია. ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი რწმენა, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან. დანარჩენი არის დეტალიზაციის საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.