„მსოფლიო პოლიციელი“ დაბრუნდა და, პირველ რიგში, დაიწყო იმ რეჟიმების დასჯა, რომლებმაც მიიტაცეს ხელისუფლება - ლაშა ფარულავა ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე

ლაშა ფარულავა

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა - საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტებისა და ილუზიების ადგილი არ არის, სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი.

სპიკერის შეფასებით, ვენესუელაში ჩატარებულმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, აშშ მსოფლიო პოლიციელის როლში დაბრუნდა და დაიწყო იმ რეჟიმების დასჯა, რომლებმაც ხელისუფლება მიიტაცეს.

"მსოფლიო პოლიციელი" დაბრუნდა და, პირველ რიგში, დაიწყო იმ რეჟიმების დასჯა, რომლებმაც მიიტაცეს ხელისუფლება. ვენესუელაში, მადუროს ჰქონდა მიტაცებული ხელისუფლება და, პირველ რიგში, ვისაც პრობლემა შეექმნება, არიან ის პოლიტიკური ძალები, ის რეჟიმები, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები და არიან არალეგიტიმურები", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.