1764939889
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი „ქუჩის ბირჟების“ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება
სჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება.
„ვაცხადებ კონკურს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში.
საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება (გავუგზავნით) ჩემი წიგნით, პირადი მიძღვნის ხელმოწერით.
გამარჯვებულებს გამოვავლენთ ერთ კვირაში", - წერს სააკაშვილი.











