მსჯავრდებულების რაოდენობა 1000-ზე მეტი იყო, ციხის ტევადობა კი 750-მდე... პატიმრების ნაწილს გარეთ ეძინა - ხონის ციხის ყოფილი თანამშრომელი

ხონის ციხის ყოფილი თანამშრომელი

დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს პირველ გასვლით სხდომას მართავს. კომისიის წევრები ხონში, ციხის ყოფილ შენობას დაათვალიერებენ, სადაც წლების წინ სამარტოო საკნები და კარცერები იყო. ციხის ყოფილი შენობა ამჟამად არ ფუნქციონირებს.

"750-მდე იყო ტევადობა, ხოლო იმ პერიოდში, მსჯავრებულების რაოდენობა 1000-ზე მეტი იყო. ვინაიდან ადგილი არ იყო, მსჯავრდებულების ნაწილს გარეთ, პარკებში გახვეულს ეძინა,"- აცხადებს ხონის ციხის ყოფილი თანამშრომელი პავლე ჩიხლაძე.