მქონდა ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც წლებია გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროებში, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგას პირისპირ შეხვდა. ასტანაში უკვე გაიხსნა რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, რომელზეც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლზე, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ყაზახ კოლეგასთან ჰქონდა საუბარი, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდეს.

"საქართველო მონაწილეობდა მაღალი დონის სამიტში და ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ასეთი გამოწვევების ფონზე, ასეთი საომარი ვითარებებია გარშემო და ასეთი დაძაბულობაა, და თითქოს რატომ უნდა გვაწუხებდეს ეკოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი კავშირშია ჩვენს სამყაროსთან, ადამიანებთან, სახელმწიფოებთან და ამას ძალიან გაგებით ეკიდებიან. ჩვენ შემდეგ ლიდერებთან ცალკეც გვქონდა ამ თემებზე საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან, თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გარდა ეკოლოგიისა, იცით, რომ შუა დერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას და ყველამ იცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ყველა ამაში ერთხმად ვთანხმდებით. მე მქონდა ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც წლებია გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროებში, სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას. ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს ექნება დასასრული და ყაზახეთი და საქართველო მოაწერს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელს," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.