2027 წლიდან ხელფასები იზრდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1793994413
"ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეს ეხმაურება. აღნიშნულ საქმეს პროცესს აბსურდულს და სამარცხვინოს უწოდებს.
"მოველით იმას, რომ ქართველი ხალხი კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახავს შემდეგი კვირის თუ კვირების განმავლობაში, რამდენად აბსურდული არის და რამდენად სამარცხვინო არის ეს ანტიკონსტიტუციური ბრალდება, რომელიც მიზნად ისახავს არა რამდენიმე პარტიის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის გასამართლებას," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს.
მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის," "ლელოს" და გახარიას პარტიის აკრძალვას მოითხოვს. სარჩელში წარმოდგენილია დასაბუთებული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულებები და მაგალითები, რაც, საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, მოწმობს პარტიების არაკონსტიტუციურობას. "ქართული ოცნების" წევრები აღნიშნავენ, რომ ეს პარტიები წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობას ეწეოდნენ, რის გამოც ახლა აუცილებელია, რომ ისინი არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ.