მოვამზადეთ აქტივობები, რომელმაც თითოეულ სტუმარს უნდა აგრძნობინოს, რომ ეს დღე ჩვენია და გვაერთიანებს - ლია გიგაური

ლია გიგაური

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრალურ მოედნებზეა შეკრებილი. წარმოდგენილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცე.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა. ამ წუთებში მიმდინარეობს ადგილობრივი შემსრულებლების, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტები.

"სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თითოეულმა სტუმარმა ნამდვილ მონაწილედ იგრძნოს თავი. ჩვენ მოვამზადეთ ძალიან საინტერესო ინსტალაციები, გამოფენები, სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული აქტივობა, რომელმაც თითოეულ სტუმარს უნდა აგრძნობინოს, რომ ეს დღე ჩვენია, გვაერთიანებს," - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა.