"ეზოში ნაპოვნი შეღებული კვერცხი სახლში არ შეიტანოთ..."- სპეციალისტის რჩევები
1774902199
"ერთი დიდი პრობლემა, რაც კიდევ დგას - მოსახლეობა ხედავს, რომ ჩვენი ოპოზიციის რადიკალურ ფრთას, იმის გამო, რომ საკუთარი არგუმენტირებული დღის წესრიგი არ აქვთ და საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ, უნდათ საკუთარი პოლიტიკური უსუსურობა გადაფარონ, ეფარებიან სხვების ავტორიტეტს. ასე ცდილობენ ვიღაცის რაღაცით გველაპარაკონ," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" ისაუბრა.
მისი შეფასებით, ოპოზიციას კონკრეტული არგუმენტები არ აქვს.
"როცა ხედავ, რომ სტრასბურგის სასამართლოში აქედან გაგზავნილი საქმეები 12-ჯერ არის შემცირებული, მათ შორის "რუსთავი 2-ის," სააკაშვილის, გვარამიას, ოქროაშვილის საქმე, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა საქმეზე რომ აგებენ, დასკვნა რა არის აქედან, რომ სასამართლო უნდა გამოვცვალოთ?! - დასკვნა არის, რომ სასამართლო მუშაობს, რა თქმა უნდა, შესაძლოა ცალკეული ხარვეზები იყოს, მაგრამ ამიტომ არის სამეტაპიანი სასამართლო სისტემა, საბოლოო ჯამში, კი სტრასბურგი. თუ რაიმე პრობლემა არის მიბრძანდით ბატონო სტრასბურგის სასამართლოში და ვიმსჯელოთ. მაგრამ ამ ეტაპამდე არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ რაღაცა მასშტაბურად, მათ შორის, სასამართლოში განვახორციელოთ, არ არის," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.