მომდევნო 4 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები - კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა - თბილისის მერმა საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დედაქალაქის განვითარების მომდევნო 4 წლიანი სტრატეგია გაწერილია.

კახი კალაძის თქმით, განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი რეკრეაციული სივრცეებით და მოწესრიგებული ტრანსპორტით თბილისი, მომდევნო წლებში, კიდევ უფრო განვითარდება.

"მომდევნო 4 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები, გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით, მხარდაჭერით, ჩვენი დედაქალაქი მომდევნო 4 წლის შემდეგ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, მოწესრიგებული, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და რეკრეაციული არეალებით, ახალი საბავშვო ბაღებით, ახალი დიზაინის ქუჩებით, გამზირებით, თავისი მიწისქვეშა, განახლებული კომუნიკაციებით. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, საზოგადოებას მივაწვდით ყველა პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.