წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხაზარაძის დეკლარაციას არ იცნობს, რადგან ეს მისი საქმე არ არის, თუმცა მისი შეფასებით, პოლიტიკოსები დეკლარაციას განსაკუთრებით დიდი ყურადღებით უნდა ავსებდნენ.
კალაძის თქმით, გერმანიის ელჩმა საზოგადოებას თავი ექსტრემისტული და მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებებით დაამახსოვრა, ასევე ბევრი კითხვის ნიშანი იყო მის საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით.
"არ ვიცნობ ხაზარაძის დეკლარაციას, ეს არ არის ჩემი საქმე. თუმცა, პოლიტიკოსები განსაკუთრებით, მაქსიმალური სიზუსტით ვავსებთ ხოლმე დეკლარაციას. ელჩი, რომელიც უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი, არ უნდა ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, გერმანიის ელჩმა დაგვამახსოვრა თავი თავისი განცხადებებით, რომელიც ძირითადად აღვივებდა სიძულვილს, ექსტრემიზმს ქვეყანაში, ახალისებდა ძალადობრივ ჯგუფებს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ბევრი კითხვის ნიშნები იყო, თუნდაც მის საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით. უამრავი მოთხოვნა იყო, რომ გამხდარიყო ეს ყველაფერი საჯარო, გამჭვირვალე, მაგრამ უშედეგოდ", - განაცხადა კახა კალაძემ.