გაზის მიწოდება 19 000 აბონენტს შეუწყდება - დეტალები
1762369285
5 ნოემბერს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსში“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები განიხილეს.
მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ცვლილებები მიზნად ისახავს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „თავდაცვის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის თანახმად, წვევამდელი გაწვევამდე გადის სამედიცინო შემოწმებას. თუმცა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება დამატებით სამედიცინო კვლევის ჩატარება. მისი თქმით, ცვლილებებით ზუსტდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების საკითხი.
კერძოდ, თუ წვევამდელი თავს აარიდებს დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს, ის 1000 ლარით დაჯარიმდება.
“რაც შეეხება ამ დამატებით სახდელს, უკვე მოქმედ ნორმებში არის სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამატებითი კვლევები იყო საჭირო და იმ დამატებით კვლევებს როდესაც შესთავაზებენ, ამ შემთხვევაში გამოუცხადებლობაც იყოს ნორმაში შემოთავაზებული.
დამატებით კვლევებზე გამოცხადება განისაზღვრება ერთი კვირის ვადაში, შეიძლება რამდენიმე დღის ვადაში დ თუ ხდება ეს არიდება არასაპატიო მიზეზით, როცა რაღაც ვალდებულების ნორმა არსებობს, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობაც უნდა იყოს და სწორედ ეს შემოთავაზებაა. რადგანაც დაემატა კოდექსში, რომ ითვალისწინებს დამატებით კვლევას, ასევე აქ გამოუცხადებლობაც იქნება პასუხისმგებლობა”, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებებით დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის თანამდებობის დასახელება შეიცვლება ტერმინით „მეთაური“ და „რექტორის“ ნაცვლად მიეთითება: „მეთაური“.
გრიგოლ გიორგაძის თქმით, კოდექსის მოქმედი რედაქცია არასრულწლოვანის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვისას ითვალისწინებდა მხოლოდ მშობლის თანხმობას. ცვლილებებით კი ზუსტდება ვინ შეიძლება იყოს თანხმობის გამცემი. „მშობლის“ ნაცვლად, მიეთითება „კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო“.
მისივე თქმით, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება შედის მოხალისეთა ორგანიზაციებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის მინიჭების მიზნით. კერძოდ, სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ ზედამხედველობას გაუწევს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ „თავდაცვის კოდექსით“ დადგენილი პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციების მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფინანსური სახსრების ხარჯვას.