2025 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ
1766307412
მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები, ეს მმართველი პარტიისთვის კარგია, - თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შესახებ, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა.
მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის სანატრელია ოპოზიციაში ლევან ხაბეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის მსგავსი ადამიანების არსებობა.
„მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები. ეს არის დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის. ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, ჩვენთვის მხოლოდ კარგია. ნებისმიერი პოლიტიკოსი და მმართველი პარტია თუ ინატრებდა, ოპოზიციაში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მერაბიშვილი, ხაბეიშვილი. ეს შესრულებულია და სასიამოვნოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.