4 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1772564905
„მიუხედავად უპასუხისმგებლო ოპოზიციის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისა, ავანტიურაში ქვეყნის ჩათრევის მცდელობებისა, იაფფასიანი ჰიბრიდული თუ საინფორმაციო ოპერაციებისა, საქართველოში იქნება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური ვითარება - გლობალური ძალები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ფართოვდება რეგიონული კონფლიქტები, სწორედ ასეთ დროს საქართველოს სჭირდება არა ემოციებს აყოლა, არამედ ცივი გონებით, პრაგმატულად და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება.
„როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვიხილეთ აგრესიული, უპასუხისმგებლო და დაჟინებული მოთხოვნები, რომ საქართველო უმძიმეს ავანტიურაში შესულიყო. დღეს, იგივე ადამიანები იგივე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე დღეს არის მომენტი, ისტორიის სწორ მხარეს დადგეს ქვეყანა. ამ ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ მოსახლეობის ინტერესი და არჩევანი არის გონივრული, პასუხისმგებლიანი, მშვიდობის პოლიტიკა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ინტერესს დღეს იცავს მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
„მშვიდობა არ არის სისუსტე, მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.