პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
მინდა, ბატონ რევაზ სოხაძეს გადავუხადო მადლობა. რაც მინისტრად დაინიშნა, მას შემდეგ ჩვენი სექტორისთვის გაიხსნა კარი და უკვე მიმდინარეობს ღია საუბრები, ჩვენი სექტორის განვითარებისთვის, - ამის შესახებ, კომპანიის - "დიკა 2010"- მმართველმა პარტნიორმა ნათია ხვედელიძემ, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში - "დებატები" ისაუბრა.
ამასთანავე, ნათია ხვედელიძემ იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისი თქმით, სექტორში არსებობს.
"მინდა, ბატონ რევაზ სოხაძეს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ რაც მინისტრად დაინიშნა, მას შემდეგ ჩვენი სექტორისთვის გაიხსნა კარი და უკვე მიმდინარეობს ღია საუბრები, ჩვენი სექტორის განვითარებისთვის. ცდილობს, ყველაფერს აკეთებს და უნდა, რომ ეს ყველაფერი იყოს ძლიერი კომპანიები და ძლიერი სახელმწიფო. თუმცა ამავდროულად, არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომელიც ახლა, მიმდინარე პროცესში კომპანიებს გაგვაჩნია და როგორ მწვავედ დგას ეს საკითხები. ვფიქრობ, რომ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას საკმაოდ ვრცელი დრო სჭირდება.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სფეროში უკვე წლებია რეფორმები არ განხორციელებულა და სექტორი ითხოვს რეფორმების განხორციელებას. დღესდღეობით, ყველაზე მტკივნეული და მძიმე არის ფასწარმოქმნა. მესმის, რომ სახელმწიფო ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზე და ვადებზე გვესაუბრება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კერძოდ, აქამდე ის პროექტები, რასაც სახელმწიფო გადმოგვცემდა და რა პროექტებითაც ვახორციელებდით სამშენებლო სამუშაოებს, იყო ნახევრადფაბრიკატი, გვიწევდა უამრავი თანხის დახარჯვა, რათა პროექტები სრულყოფილად გვექცია, ასევე ექსპერტიზების ჩატარება და აღნიშნული ხარჯი მთლიანად მოდიოდა კომპანიებზე. გარდა აღნიშნულისა, ის ფასწარმოქმნა, რაც დღეს არსებობს - მაგალითად ხელფასების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გამოხატა მზაობა და გადაიანგარიშა სახელფასო ფონდი 2025 წლის დეკემბერში, მინდა ვთქვა, რომ შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობისგან. არ შეიძლება სახელმწიფო ითხოვდეს ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს, მაშინ, როდესაც იატაკის ქვიშა-ცემენტის მოჭიმვაში გიხდის 4 ლარს. არ შეიძლება სახელმწიფო ითხოვდეს ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს, მაშინ, როდესაც ხის კარის მოწყობაში გიხდის 25 ლარს," - აცხადებს კომპანიის - "დიკა 2010"- მმართველი პარტნიორი ნათია ხვედელიძე.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051