წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766086227
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა.
მიხეილ ყაველაშვილი ტაძარში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან, თანხმლები დელეგაციის წევრებთან, ასევე სერბეთის პირველ ლედისთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს დელეგაციის წევრებს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ სავას ტაძრის ისტორიისა და იქ დაცული უნიკალური სიწმინდეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან - ირაკლი მეზურნიშვილთან, ირმა ზავრადაშვილთან, გურამ მაჭარაშვილთან, საქართველოს ელჩთან სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძესთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1766085663