მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დარგობრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ამასთანავე, შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე. ასევე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.