მიხეილ სააკაშვილი: ვუყურებ რა ნაკრების უბედურებას - ეს არის პირდაპირი შედეგი მოთამაშეთა უმრავლესობის ხალხისგან მოწყვეტის

სააკაშვილი

 საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ ორგანიზებულ შეტევას და მიზანმიმართულ ბულინგის კამპანიას, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან შეუერთდა:

„მე ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი, როგორც თქვენი უმრავლესობა და ვუყურებ რა ნაკრების უბედურებას, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი მოთამაშეთა უმრავლესობის ხალხისგან მოწყვეტა, მარცხი მარცხზეა. ასე იცის „ოცნების კლიპებში გადაღებამ, საპროტესტო პოსტების აღებამ, კორუფციული "არქის" წილში შესვლამ, ამდენი თანატოლის დაჭერაზე და ციხეში გამომწყვდევაზე ხმის არ ამოღებამ.ყველაფერს აქვს თავისი ფასი და როდესაც შენს ხალხს, რომელიც ასეთ განსაცდელშია, განუდექი, არ უნდა გაგიკვირდეს რომ ხალხმაც შეგაქციათ ზურგი.ფეხბურთი ეროვნული ენერგიის გამოხატულებაა და როდესაც ერს უპირისპირდები იქ ენერგიაც იკარგება და რჩება მხოლოდ ქოცური კამანდა, ცარიელი ტრიბუნებით და უპერსპექტივობით“, - წერს სააკაშვილი.