მიხეილ სააკაშვილი არავის არ უპირისპირდება, საუბრობს მხოლოდ ფაქტებზე - ლაშა ფარულავა

ლაშა ფარულავა

ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. "მანიპულატორი ნარცისი, რომელიც ოპოზიციური ფლანგის მოსანელებლად იბრძვის" - თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მორიგ პოსტს უძღვნის.

"ფედერალისტების" ლიდერი აცხადებს, რომ სააკაშვილი კოალიცია "ახალს" ოპოზიციურ ველზე დაკარგული დომინაციის დასაბრუნებლად ურტყამს, თუმცა მსჯავრდებული პრეზიდენტის ეს მცდელობები მარცხისთვისაა განწირული.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", აქ დანარჩენ ოპოზიციას კვლავ, ფინანსური მოგების სანაცვლოდ, ინტერესების დათმობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილი ფაქტებით საუბრობს.

"მიხეილ სააკაშვილი არავის არ უპირისპირდება, საუბრობს მხოლოდ ფაქტებზე. მას ჰქონდა კონკრეტული ინიციატივა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც გულისხმობდა ოპოზიციის გაერთიანებას ერთი სიის გარშემო. სწორედ ეს ინიციატივა ჩაშალა საბანკო მაფიამ, საბანკო ოლიგარქიამ, კონკრეტული ფინანსური კონტრიბუციით, რომელიც შეიტანა "ახლების" კოალიციაში", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.