"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზში საქართველოს პოზიციაზე ისაუბრა.
კერძოდ, როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013-2030 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს შედეგი ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ეფუძნება.
„საქართველოს აქვს გამორჩეული პოზიცია მსოფლიო რეიტინგში ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით როგორც 2024-2025 წლებში, ისე 2024-2030 წლების განმავლობაში, როგორც ამას სავალუტო ფონის პროგნოზი გვეუბნება. 2024-2030 წლებში რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესებით საქართველო არის ევრაზიაში პირველ ადგილზე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ეფუძნება სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს - დაბალი გადასახადები, ხელსაყრელი ბიუროკრატია, კეთილსინდისიერი მმართველობა, კარგი გარემო ბიზნესსექტორისა და ინვესტიციებისათვის. საბოლოო ჯამში ეს ბუნებრივია, აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
მაგალითად, კარგი მთავრობის ინდექსის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ჩანდლერის ინსტიტუტის მიერ, ინვესტიციების მიზიდვით საქართველოს მთავრობა არის მეოთხე პოზიციაზემსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში.
როდესაც ყველანაირ პირობას ქმნი ეკონომიკური განვითარებისათვის, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, სხვა გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.