მიხეილ დუნდუა: ინვესტიციები ძალიან კარგია და მივისწრაფვით იმისკენ, რომ განვავითაროთ როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციები

მიხეილ დუნდუა

 რა თქმა უნდა, ინვესტიციები ძალიან კარგია და მივისწრაფვით იმისკენ, რომ განვავითაროთ როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციები. რაც უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მით უფრო წინ წავა ქვეყანა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

მან ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მზარდი აქტივობა მოსახლეობის კეთილდღეობაში კონვერტირდება.

„სავალუტო ფონდის შეფასებით, 2025 წლისთვის მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი - როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური, პირველად გადააჭარბებს 8 მილიარდ დოლარს, 2030 წელს კი უკვე 12 მილიარდი დოლარი გახდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების ჯამი საქართველოში. საქართველო, როგორც სავალუტო ფონდის პროგნოზით, ისე მიმდინარე შეფასებით, ერთ-ერთი მოწინავეა საინვესტიციო პროცესების ზრდის თვალსაზრისით და, ბუნებრივია, ასეთი საინვესტიციო აქტივობა კონვერტირდება ეკონომიკურ კეთილდღეობაში, ეკონომიკურ ზრდაში და მოსახლეობის კეთილდღეობის მატებაში. რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება“, - განაცხადა დუნდუამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013-2030 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.