მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა

თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპი

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მადლობის წერილი გამოუგზავნა გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობისთვის.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობდა. თამარ ბაგრატიონმა სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმართა. მან ღონისძიების მასპინძელს მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტი 24 -25 მარტს გაიმართა.