კარგი ამბავი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
1769198450
სტრასბურგის სასამართლომ საიას სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ საუბარია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქართულ მხარეს წერს, რომ საჩივრების ნაწილი სექციის ვიცე-პრეზიდენტმა დაუშვებლად მიიჩნია.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ისაუბრა.
„საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, რომ მხარეებს უსვამს ხოლმე სასამართლო შეკითხვებს - როგორც წესი, განხილვის ამ ეტაპზე, მხოლოდ მთავრობას უსვამენ ხოლმე შეკითხვას სტრასბურგიდან. ამ შემთხვევაში, კითხვები ისმის ორივე მხარისადმი. საიას ეკითხება სტრასბურგის სასამართლო: ხართ თუ არა უფლებამოსილი პირი საერთოდ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ჩივი ჩემს წინაშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ. პირადი მოსაზრებაა, რომ საიას საჩივარი ამ ნაწილშიც დაუშვებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს ე.წ. Actio popularis-თან, - როდესაც ორგანიზაცია ან ადამიანი ჩივის არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე, რასაც კრძალავს სტრასბურგის ევროპული კონვენცია.
4 თუ 5 მომჩივანია ინდივიდის სახით წარმოდგენილი, - ზოგი ცხოვრობს ნიუ-ჯერსიში, ზოგი - მაიამიში, მათ ეკითხება სტრასბურგის სასამართლო: გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხმის ფარულობა დაირღვა? მე ასევე მიჩნდება კითხვა: თუ ჩივი იმაზე, რომ საარჩევნო უბანი არ მქონდა და ხმა ვერ მივეციო, მაშინ არ მიცემული ხმის ფარულობა რანაირად დაირღვა?! ვვარაუდობ, რომ მათ ამ წუთამდე ვერავითარი მტკიცებულება ჯერ ვერ წარადგინეს და სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ ეკითხება: მომეცით მტკიცებულება იმისა, რომ თქვენი ხმის ფარულობა დაირღვა.
რაც შეეხება მთავრობის ნაწილში შეკითხვებს, მხოლოდ ორი კითხვაა, დანარჩენი კითხვები მოხსნილია და დაუშვებლად არის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ცნობილი. ორად-ორი კითხვაა: როგორ იყო მოწყობილი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა და იძლეოდა თუ არა ის საშუალებას იმისა, რომ ფარულობა ყოფილიყო დარღვეული; მეორე კითხვა არის უცხოეთში მყოფ ოთხ კონკრეტულ მომჩივანზე, რომლებიც ცხოვრობენ სტრასბურგში, ესპანეთში, მაიამიში და ნიუ-ჯერსიში, - ამ ოთხ ადამიანს ჰქონდათ თუ არა ახლომახლო უბანი იმისთვის, რომ ხმა მიეცათ. ამაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვუპასუხებთ. მე თავად ვცხოვრობდი 12 წელი სტრასბურგში და ხმის მისაცემად დავდიოდი პარიზში. შესაბამისად, არასდროს დამიჩივლია, რომ სტრასბურგიდან პარიზში ვერ გადავადგილდები-მეთქი," - აცხადებს თეა წულუკიანი.