საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1759523717
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დააფიქსირა.
რატი იონათამიშვილმა ხმა მისცა მეორე საარჩევნო ოლქში, ეს არის ვაკე, ის ფალიაშვილზე, 12-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
"მე დღეს ხმა მივეცი ჩემი ქალაქის და ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას და ვფიქრობ, დღეს, თითოეული პატრიოტის ვალი არის გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ეს არჩევანი იყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მშვიდობის განსამტკიცებლად.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის, ქალაქების და სოფლების განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.