1767982195
მე არაფერი გამიგია, მე რა შუაში ვარ როცა პარტიას ეხება - გიული ალასანია "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაზე
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიაში ლიდერებს შორის უთანხმოებაა თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად, ლევან სანიკიძეს განიხილავს და ამ თემაზე კონსულტაციებს გადის. პარტიის წევრები მედიასთან ინფორმაციას ღიად არ ადასტურებენ.
ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის.
“მე არაფერი გამიგია, არ ვიცი. ძალიან იშვიათად, თვეში ერთხელ მაქვს შესვლის უფლება. მე რა შუაში ვარ როცა პარტიას ეხება. არასწორი ინფორმაციაა, ჩემგან ყოველ შემთხვევაში. არაფერი მსგავსი არ გავრცელებულა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.











