მათიკაშვილი ოპოზიციაზე: საზოგადოება ამ ანტიქართულ და ანტიეროვნულ ძალებს არ უჭერს მხარს

მათიკაშვილი

„საბოლოოდ, მათი მარცხი განპირობებულია ისევ და ისევ იმით, რომ საზოგადოება ამ ანტიქართულ და ანტიეროვნულ ძალებს არ უჭერს მხარს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  დავით მათიკაშვილმა ოპოზიციური გაერთიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ეს ალიანსი სიძულვილის გარშემოა გაერთიანებული.

„უკვე დიდი ხანია, ალიანსში მიმდინარეობს ის პროცესი, რაც, პრინციპში, მოსალოდნელი იყო, რადგან ღირებულებების არმქონე, ეკლექტური მხარდამჭერის არმქონე და მხოლოდ სიძულვილის გარშემო გაერთიანებული რადიკალური ძალები დიდხანს ვერ გაძლებენ.

საბოლოოდ, მათი მარცხი განპირობებულია ისევ და ისევ იმით, რომ საზოგადოება ამ ანტიქართულ და ანტიეროვნულ ძალებს არ უჭერს მხარს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.