მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, დელეგაციასთან ერთად, პეკინში გაემგზავრა, სადაც მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოსთან და ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჭოუ ჰაიბინთან. ასევე, დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, პეკინში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრის მოადგილეები – გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. დელეგაციაში ასევე არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი