1779737742
მარიამ ქვრივიშვილი: მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი ეკონომიკა, რაც საწინდარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის
მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი ეკონომიკა, რაც საწინდარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები იმართება.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასევე ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს.
„მინდა მოგილოცოთ თქვენ და სრულიად საქართველოს 26 მაისი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და თქვენთან ერთად ჩვენს ქვეყანას ვუსურვო თავისუფლება. კიდევ ერთხელ, ერთიანობა და ძლიერი ეკონომიკა, რაც საწინდარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის.
წლევანდელი წელი ამავდროულად არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ორმაგი დატვირთვაა. ერთი მხრივ, ჩვენ დღეს ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს, მაგრამ წელს ასევე ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი“, - აღნიშნა მინისტრმა.











