„ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი...“ - ექიმი
1767082924
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჯარიმების პატიებით და ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ახალი, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და გაგრძელდეს ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოსა და ენერგეტიკის სექტორს შორის. ამ საკითხებზე მინისტრმა განახლებადი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც 2025 წლის შედეგები შეაჯამა.
„სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ძალიან მკაფიო დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სექტორია ენერგეტიკა, მათ შორის, ეს არის აღიარებაც, რომ, შესაძლებელია, სახელმწიფოს მხარესაც იყო არაერთი გამოწვევა, მათ შორის, გვქონდა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ძალიან პასუხისმგებლიანი ინვესტორი მიმართავდა შესაბამის უწყებებს, მხოლოდ მხარდაჭერის გადავადებისთვის ან რიგი საკითხებისათვის და ამაზე რეაგირება ან დროული არ იყო, ან საერთოდ არ იყო. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სადაც გავითვალისწინეთ ენერგეტიკის დარგის სწრაფი განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ბარიერი, რასაც სექტორისგან ვისმენდით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, სექტორთან მუშაობის პროცესში იდენტიფიცირებული, მთავარი გამოწვევა სწორედ ჯარიმების კომპონენტი იყო, რის გამოც ენერგეტიკული პროექტების უდიდესი ნაწილი შეფერხებული იყო. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჯარიმების პატიებით ენერგეტიკის სექტორთან ურთიერთობაში ყველაზე დიდი ბარიერი მოიხსნა ბოლო რამდენიმე კვირაა, სამინისტრო აქტიურად ამუშავებს დიდი ოდენობის მომართვიანობას შესაბამისი კატეგორიის მემორანდუმების გაფორმებაზე, რომლებიც ეხება ენერგეტიკული პროექტების კვლევას, მშენებლობას და ა.შ.
„ენერგეტიკის სექტორთან ძალიან აქტიურად იმუშავა სამინისტროსა და მის სისტემაში შემოსულმა ახალმა გუნდმა იმისთვის, რომ სწორი შეფასებები გაგვეკეთებინა” - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.