ექვსი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას - ახალი კვლევა
1768846262
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, გვარამიას პარტიის წევრის, თეიმურაზ პაპასკირის განცხადება შეაფასა, რომლის ინფორმაციითაც, "ბიბისი" არ აპირებს "ქართული ოცნების" საჩივრის დაკმაყოფილებას არ აპირებს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს.
ლაშხის თქმით, პაპასკირის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის ერთი ძალის მიერ მართული პროცესი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ერთი ძალის მიერ მართული პროცესი. თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, თუ რას აპირებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ბიბისი". ეს გეგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს იყო მართული პროცესი ოპოზიციის ჩართულობით, რომელიც, პირველ რიგში, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს." - განაცხადა მარიამ ლაშხმა.