შეცდომა, რომელსაც მორწმუნეები აღდგომის ღამეს უშვებენ - ღვთის მსახურის განმარტება
1775592664
ელემენტარულია, რომ ნამდვილი ინფორმაცია და ფაქტობრივი ინფორმაცია ასახო საკუთარ საგარეო უწყების გვერდზე. ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, ეს არის მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რაც პირველ რიგში მათივე სახეს აჩვენებს, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ელემენტარული პასუხისმგებლობაა, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ სწორი ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.
ტელეკომპანია „იმედმა“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ არის თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები განახლებული.