მამუკა მდინარაძის პრესსამსახური: სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა

მამუკა მდინარაძე

„სრული აბსურდი“, - ასე შეაფასეს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილი.

„სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“, - განუცხადეს პრესსამსახურში „რუსთავი 2-ს“.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“.