პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
თუ ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო x ციფრი, დღეს ეს ციფრი გაზრდილია 30-ჯერ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ სუს-ის საქმიანობის შედეგებზე საუბრისას.
კითხვაზე - თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს გაზრდილი მოსმენების ხარჯზე ხდება, ასეა? - მდინარაძემ ასე უპასუხა:
„მათ შორის. რა ეგონათ, დავმალავდი? დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე. თუ ორჯერ და ორნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები (ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია), სამაგიეროდ ინფორმაციული ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ და მეტჯერ. არის ლეგიტიმური უამრავი საშუალება, მატერიალურ-ტექნიკურიდან დაწყებული, ადამიანური რესურსით გაგრძელებული, რომლებიც სუს-ში ინფორმაციის შედინებას უზრუნველყოფენ. ეს დინამიკა გაიზრდება გეკა გელაძის მმართველობის პერიოდში, რადგან ეს მიმდინარე მზარდი დინამიკაა, გეკა არაფერს დააკლებს, თუ არ მოუმატებს და ინფორმაცია ნიშნავს, მეტ პოზიტიურ კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით და მეტ გარანტიებს ამ სფეროში ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051