ამინდი იცვლება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
1786453506
დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა დავალების შესრულებას, რა დავალებაც იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მის ახალ პოზიციას შეეხებოდა.
მისივე თქმით, რეგიონული პოლიტიკა მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„რეგიონებში ძალიან ბევრი საქმე კეთდება, რომელსაც სისტემურად კარგი მენეჯმენტი სჭირდება, ბიუროკრატიული ელემენტების შემცირება სჭირდება. რეგიონული პოლიტიკის წარმართვა არის პრიორიტეტი. ადამიანების აღქმაშიც რატომღაც რეგიონული განვითარება სოციალურ, ტექნიკურ და მსგავს საკითხებთან ასოცირდა, თუმცა ეს უნდა იყოს ერთ-ერთი შემადგენელი და არა ერთადერთი რეგიონული პოლიტიკის წარმოებაში. ყველა უწყება, გარკვეულწილად, რეგიონულ საკითხებში უნდა იყოს ანგარიშვალდებულების ფორმატში სახელმწიფო მინისტრთან და მის აპარატთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო კახა გულედანს, რომელმაც ააწყო ეს სამინისტრო. მისმა სწორმა მენეჯმენტმა გააჩინა კიდევ უფრო მეტი ამბიციები უფრო მაღალ რანგზე გადასვლისათვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ამინდი იცვლება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
1786453506