წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის შობის დღეა - ლოცვები, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1754914383
მამუკა ხაზარაძე არის საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითი. მისი თაღლითობა დადასტურდა ქართულ სასამართლოში, პარიზისა და ვაშინგტონის არბიტრაჟში. ამას დაემატა მისი საგადასახადო თაღლითობა გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით, სადაც გადასახადებს მალავდა და მათ შორის, როდესაც საკუთარი ბანკიდან 17 მილიონი გააქრეს მან და ბადრი ჯაფარიძემ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან.
„ჩვენ ერთი რამე გვაინტერესებს. 6-მილიონნახევარი დოლარი, რომელიც ვაშინგტონის ალბიტრაჟმა დააკისრა მის პარტნიორს, გადაიხადეს უკვე თუ არა ბიუჯეტში. ჩვენ ველით, რომ ბიუჯეტში შემოვიდეს 6-მილიონახევრი დოლარი ხაზარაძის და მისი გარემოცვის თაღლითობისგან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.
ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.