Times: ევროპას ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებზე რეალური გავლენის მოსახდენად საკმარისი ძალა არ აქვს

პუტინი

Times-ი წერს, რომ ევროპას დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებზე რეალური გავლენის მოსახდენად საკმარისი ძალა არ აქვს.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირს, მკაცრი დიპლომატიური პოზიციის მიუხედავად, უკრაინაში მშვიდობის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის რესურსი არ გააჩნია.

Times-ის ცნობით, ევროკავშირი სამხედრო თვალსაზრისით შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული, სამხედრო მხარდაჭერის გარეშე კი მისი დიპლომატია სიმბოლურ სახეს იღებს.