ცნობილი ხდება, რა საერთო ჰქონდათ თურქეთის სკოლებში თავდასხმაში ბრალდებულებს - დეტალები
1776369256
რუმინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პროცესები.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ კონტექსტში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.