მაკა ბოჭორიშვილმა და საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ემი დიაზმა შეხვედრაზე ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა დაადასტურეს

მაკა ბოჭორიშვილ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„მხარეებმა ისაუბრეს მომავალ ნაბიჯებზე და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.