მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერეს მაკა ბოჭორიშვილი

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ბოლივიელ კოლეგას არჩევნების შედეგები და თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მზაობა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.

ყურადღება ასევე დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რეზოლუციებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის საკითხებს.