3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უნგრეთის ახლად დანიშნულ ელჩთან, პეტრა პონევაჩ-პანასთან. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, რომელიც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ისაუბრეს ვაჭრობის, ეკონომიკის, დაკავშირებადობისა და ორი ქვეყნის ინტერესებში შემავალ სხვა სფეროთა პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე. კმაყოფილებით აღნიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიური დინამიკა.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა უნგრეთის მიერ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.