ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2“-ის ეთერში.
მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია მედიის სანქციებზე, საჭიროა ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი. გარდა იმისა, რომ ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე, საუბარია მედიის სანქციებზე, რასაც სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები. სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ყოველგვარი საფუძვლების გარეშე ასეთ ხელჩართულ ბრძოლაში ჩვენი ქვეყანა და გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ასეთი შეტევებისგან. ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას”, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.