„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარკო ჯურიჩთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს და სერბეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პერსპექტივებს. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, როგორც ხალხთაშორისი ურთიერთობების, ასევე საქმიან წრეებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების კარგი შესაძლებლობა.
მხარეები მიესალმნენ სერბული მხარის გადაწყვეტილებას თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის.