„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საუბარი გამართა მის ესტონელ კოლეგასთან ჰანო პევკურთან, რა დროსაც აღნიშნა, რომ ამერიკული მხარისთვის რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია.
„რუსეთის შეჭრა ნატოს საჰაერო სივრცეში - მიუღებელია. ომის დეპარტამენტი სოლიდარობას უცხადებს ესტონეთს და აღნიშნავს სწრაფ და ძლიერ სამოკავშირეო რეაქციას“, - დაწერა ჰეგსეტმა.
ცნობისთვის რუსულმა გამანადგურებლებმა 19 სექტემბერს ფინეთის ყურესთან ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და 12 წუთის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ. ნატოში განაცხადეს, რომ თვითმფრინავების გადაჭერა შეძლეს.