„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
საგარეო საქმეთა მინისტრმა, საბერძნეთში "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სახელწოდებით - "ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი თაღი".
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირთან დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს და პროცესი არასდროს შეუჩერებია.
მინისტრის განცხადებით ამ დრომდე მოლაპარაკებები, ევროპის მხარის გადაწყვეტილებით არ დაწყებულა და როგორც კი ევროპელი ლიდერები საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველო ამისთვის მზად იქნება:
"ევროინტეგრაცია საქართველოში სულ უფრო მეტად გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რაც მთელ პროცესს აზიანებს. სწორედ ამას უნდა ავარიდოთ თავი. ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ამ პროცესის იარაღად გამოყენება, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს აზიანებს გაფართოების და გაწევრიანების მთლიან იდეას. ეს განსაკუთრებით რთული საკითხია იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომელშიც საქართველო იმყოფება.
საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე. საქართველოს პროცესი არასდროს შეუჩერებია.
მიუხედავად იმისა, რომ ამაში გვადანაშაულებენ, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი არც კი დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამას ხშირად და ძალიან მკაფიოდ ვამბობთ: როგორც კი ევროპელი ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, საქართველო მზად იქნება. თუმცა, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია და იგი მხოლოდ ევროპული მხარის გადაწყვეტილებებზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ კარგად გვესმის, რა გვაქვს გასაკეთებელი.
პირველი და უმთავრესი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკავშირდება. ეს არის აუცილებელი საფუძველი, რომლის გარეშეც სხვა საკითხებზე საუბარი ძალიან რთული იქნება. ასე რომ, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ნომერ პირველი პრიორიტეტია. მეორე პრიორიტეტია დაუღალავი შრომა ეკონომიკური განვითარების იმ დინამიკის შესანარჩუნებლად, რომელიც ამჟამად შთამბეჭდავია, თუმცა ამ მაჩვენებლების ზრდის შესანარჩუნებლად მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. ეს მნიშვნელოვანია ევროპული გაფართოების პერსპექტივიდანაც, რადგან, საბოლოო ჯამში, ევროპულ ერთა შორის კონკურენტუნარიანი ქვეყანა უნდა ვიყოთ." - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.