მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ამ მდგომარეობაში, რომ ოპოზიცია სრულიად არის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული და სრულად არის მართული გარე აქტორებისგან

მაკა ბოჭორიშვილი

დემოკრატიის ტესტი თუ არის და პლურალიზმი თუ არის საჭირო ე.ი. იქ ოპოზიციაც არის საჭირო ხომ და მათთვისაც ერთგვარი ორაზროვანი მაგრამ მოწოდება იყო აშკარად, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ევროპარლამენტარები ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

მისი თქმით, ახლა რადიკალებში სრული აგონიაა და სამწუხარო რეალობაა ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიცია გარე ძალების მხრიდან იმართება.

„სრული აგონია თუ არ ვიცი რა დავარქვა [ოპოზიციის] ამ მდგომარეობას. აბსოლუტურად გამოცლილი არიან ყველანაირი პოლიტიკური რესურსიდან. ეს ერთი და იგივე ძალაა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთი და იგივე ძალა ახორციელებს რაღაც ოპერაციას საქართველოში. როცა საჭიროა, ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ კი ასე გადაწყვეტენ, რომ ასე ჯობს, არ მიიღებენ მონაწილეობას. მერე ბოიკოტს გააკეთებენ... მაგრამ ამაშია საქმე, რომ ამასაც შეცდომით აკეთებენ და საბოლოო ჯამში ისევ თვითონ აგებენ ამ პროცესში და თვითონ იცლიან ამ რესურსებს ხელიდან.

ვერ ჩამოყალიბდნენ ხელისუფლება არის თუ არ არის, აღიარებენ ხელისუფლებას თუ არა. ეს არჩევნები თქვეს, რომ დემოკრატიის ახალი ტესტი ყოფილა კიდევ ადგილობრივი არჩევნები.

დემოკრატიის ტესტი თუ არის და პლურალიზმი თუ არის საჭირო ე.ი. იქ ოპოზიციაც არის საჭირო ხომ და მათთვისაც ერთგვარი ორაზროვანი მაგრამ მოწოდება იყო აშკარად, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ამ მდგომარეობაში, რომ ოპოზიცია სრულიად არის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული და სრულად არის მართული გარე აქტორებისგან. იქ ვინმე უცხოელი იქნება არჩევნებში მონაწილე თუ ქართველი აღარ აქვს მნიშვნელობა იმდენად შერწყმულია ეს ძალები ერთმანეთთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.

კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.