მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“

მაკა ბოჭორიშვილი

7-8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“.

ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება.