მაკა ბოჭორიშვილი: იუნესკო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, ასევე განათლების მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობაზე

მაკა ბოჭორიშვილი

დღეს სამარყანდში დაიწყო იუნესკო-ს გენერალური ასამბლეა, ხვალ იქნება პოლიტიკური დებატები, რომლის ფარგლებშიც გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იუნესკო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე მსოფლიოსთვის და ასევე განათლების მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ფოკუსში კიდევ ერთხელ მოხვდეს კულტურული მემკვიდრეობა, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.

„გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ სწორედ იმ დაანონსებულ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს, რათა ჩვენი განათლების სისტემა უკეთ იყოს მორგებული თანამედროვე მოთხოვნებს“, – აღნიშნა მინისტრმა.