ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან კონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით.
"გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა. ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განხორციელდება პრემიერ-მინისტრის დონეზე და მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ზოგადად, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რასაც საქართველო აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საქართველოს როლი წინ წამოვწიოთ და ვისაუბროთ საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის შემადგენელ ნაწილზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.